Home » საზოგადოება » საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, თბილისი პარკინგის 6-თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს გადასცემს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას, თბილისი პარკინგის 6-თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს გადასცემს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი (IGG) საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას ლიმიტით – 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს ერთდროულად გადასცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” საქართველოს სადაზღვევო ჯგუფიდან აცნობეს, კომპანიაში საქართველოს რკინიგზის 80 მდე ავტომობილია დაზღვეული.

„დღეის მდგომარეობით კომპანიაში დაზღვეულია საქართველოს რკინიგზის 80 მდე ავტომობილი, ვინაიდან მიმდინარე საახალწლო აქცია 31 იანვრამდე გაგრძელდა, ამ აქციის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები პირადი პირადი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში მინიმალურ ტარიფის გარდა, რამდენიმე საჩუქარს ერთდროულად მიიღებენ. მათ შორის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას (TPL) ლიმიტით – 2 000 აშშ დოლარს, თბილისი პარკინგის 6 თვიან ვაუჩერს და 30 ლიტრ საწვავს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ამასთანავე კომპანია არის ავტოდაზღვევაში ოქროს ბრენდის მფლობელი. 2020 წელს ანაზღაურებულია 1.3 მლნ ლარამდე ზარალი.

ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor-ის (www.scor.com), გადზღვევით სარგებლობს.

რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით.

წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ:

T: 22 44 111; 22 11 444

ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement

განაცხადის შევსების შემდეგ მომხმარებელს მენეჯერი ადგილზე მიაკითხავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share