Home » საზოგადოება » საქართველოს საბანკო ასოციაცია – მომხმარებლების ნაწილს ბანკების სახელით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები – ყურადღებით მოეკიდეთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ მესამე პირს

საქართველოს საბანკო ასოციაცია – მომხმარებლების ნაწილს ბანკების სახელით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები – ყურადღებით მოეკიდეთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ მესამე პირს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერ-თაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ.

„ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას.

გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს. შესაძლოა ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share