Home » საზოგადოება » „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს

„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს. აცრის მსურველები დარეგისტრირდნენ და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ საკმაოდ ბევრი მსურველია და ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად წარიმართება.

რკინიგზელებს პირველი დოზით აცრა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში ჩაუტარდებათ.

„თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში აცრის გაკეთება საუკეთესო გამოსავალია, რომელიც სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს მინიმუმამდე ამცირებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share