Home » საზოგადოება » “საქართველოს რკინიგზამ” სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა

“საქართველოს რკინიგზამ” სამგზავრო გადაყვანა დღეიდან განაახლა

სამთვიანი პაუზის შემდეგ “საქართველოს რკინიგზამ” სამგზავრო გადაყვანები დღეიდან განაახლა. როგორც  “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, მატარებლებმა მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობა დღეიდან დაიწყეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

„რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share