Home » ახალი ამბები » საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 20 და 21 მარტს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დამატებითი მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით გავა შაბათს დილით, ხოლო უკან თბილისის მიმართულებით დაბრუნდება კვირას.

„აქვე შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაონ.

ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ პირბადის მოხსნის უფლება არ აქვთ.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share