Home » საზოგადოება » „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება იგეგმება

„საქართველოს ფოსტის“ პრივატიზება იგეგმება

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ „საქართველოს ფოსტის“ შესყიდვით, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები არიან დაინტერესებული. როგორც ლევან ჩიკვაიძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, განიხილება ფოსტის არა სრული, არამედ ნაწილობრივი პრივატიზება.

„პრივატიზაციის თემა მარტივი საკითხი არ გახლავთ. მიმდინარეობს მუშაობა და იქნება ეტაპობრივი პრივატიზაცია. ეროვნული ოპერატორი საინტერესო გახდა კერძო ინვესტიციისთვის. ყველას სურვილია, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, – აღნიშნა მან.

Share