Home » ახალი ამბები » “საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ფოსტა” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება.

“საქართველოს ფოსტის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სხვადასხვა თაღლითური ჯგუფები მომხმარებლებში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაძლებელია საბანკო ოპერაციების განხორციელება.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება.

შესაბამისად, „საქართველოს ფოსტა“ მოგიწოდებთ, არ ენდოთ დეზინფორმაციას, არ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები უცხო პირებს/ვებ-გვერდებს, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share