Home » ახალი ამბები » საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუმინეთის შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და რუმინეთის შეხვედრას გულშემატკივრები დაესწრებიან

28 მარტს, 15:00 საათზე, „ბორჯღალოსნები” რუმინეთის ნაკრებს თბილისში, „მესხის სტადიონზე” დაუპირისპირდება. როგორც sportall.ge წერს, მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან.

ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი.

მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო-ესპანეთს მაყურებელი დაესწრება

Share