Home » ახალი ამბები » „საქართველოს მოხალისე“ – შესარჩევი კონკურსი დაიწყო
„საქართველოს მოხალისე“ - შესარჩევი კონკურსი დაიწყო

„საქართველოს მოხალისე“ – შესარჩევი კონკურსი დაიწყო

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს „ მოხალისეობის განვითარების პროგრამის- საქართველოს მოხალისე“ს განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიაზაცია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.


პროგრამის ფარგლებში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 17-დან 25 წლამდე მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის“ სტატუსს.


პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:


გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი;
მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service);


გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები.


კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home . კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.


კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მინიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
ვრცლად იხილეთ ბმულზე :http://msy.gov.ge/index.php

 

[wpolling id=”14″ width=”” height=””]
Share