Home » ბიზნესი » „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით კომპანია „გეოდე“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით კომპანია „გეოდე“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით საქართველოში წარმოებული ფეხსაცმელების ბრენდი და ონლაინ მაღაზია, „გეოდე“ ექსპორტზე გასასვლელად ემზადება, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ნატურალური ტყავის ხელნაკეთ ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს სთავაზობს. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობის ფარგლებში მოზიდული 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიციით კი, „გეოდე“ ადგილობრივ ნაწარმს ამერიკისა და აზერბაიჯანის ბაზრებზე განათავსებს.

ფეხსაცმელების დიზაინი და ბიზნესის იდეა, პროფესიით მხატვარ-არქიტექტორ, ზურაბ ტურცელაძეს ეკუთვნის. ბრენდის მიზანიც, ხელოვნებიდან მიღებული ინსპირაციით, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, კომფორტული პროდუქციის შეთავაზებაა. „გეოდე“ მომხმარებლებს მათთვის სასურველი ინიციალებით თუ წარწერით, ფეხსაცმლის უნიკალური დიზაინისა და მოდელის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

„ჩვენთვის ფეხსაცმელი განსაკუთრებული აქსესუარია, რომელიც ადამიანს კომფორტულობას, სიმსუბუქეს და თავდაჯერებულობას აგრძნობინებს. ფეხსაცმლის შექმნას აღვიქვამთ, როგორც ხელოვნებას, რომელიც მოითხოვს ბევრ დეტალს, დიდ მონდომებასა და ენერგიას. თითოეულ დიზაინს ჯერ წარმოსახვაში ვაცნობიერებთ და შემდეგ რეალობაში გადმოგვაქვს. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა ეს ყველაფერი კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია, როგორც საკუთარი თავის და ინდივიდუალურობის გამოხატვის ერთ-ერთი გზა“, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ ხებრელაშვილმა.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ბიზნესის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა. სულ მალე, ჩვენი პარტნიორის, კომპანია „გეოდეს“ მიერ საქართველოში წარმოებული, მაღალი ხარისხის პროდუქცია, საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი. მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის სამომავლო განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „გეოდეს“, ჩვენ კი კვლავ ვაგრძელებთ ადგილობრივი მეწარმეებისა და ბიზნესის გაძლიერებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Share