Home » ბიზნესი » საქართველოს ბანკისა და ანაგი დეველოპმენტის ექსკლუზიური შეთავაზება

საქართველოს ბანკისა და ანაგი დეველოპმენტის ექსკლუზიური შეთავაზება

საქართველოს ბანკსა და ანაგი დეველოპმენტს SOLO-სა და WM–ის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვთ, რომლის ფარგლებშიც მათ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ბინა ანაგი დეველოპმენტის პროექტებში „Park Home საბურთალო“ და „Park Home ვაკე“. ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი ექსკლუზიური, 12%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

SOLO-სა და WM–ის მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ შიდა 0%-იანი განვადებით, გადაიხადონ 20% პირველადი შენატანის სახით, 30% დაფარონ მშენებლობის დასრულებამდე და დარჩენილი 50% კი ბინაში გადასვლისას.

Park Home საბურთალო პრემიუმ კლასის ახალი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს გაზაფხულის ქუჩაზე, დელისის მეტროდან მხოლოდ 300 მეტრის დაშორებით. კომპლექსი აერთიანებს 2 აუზს, ფიტნესცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, კომერციულ, გასართობ ობიექტებს და სხვ.

Park Home საბურთალოზე ბინების მინიმალური ფართი იწყება 42 კვ.მ-დან და ბარდება სრულად გარემონტებულ კონდიციაში, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული ღუმელით, გამწოვითა და გაზის კომბინირებული ზედაპირით. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის სექტემბერი.

Park Home ვაკე ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრითაა დაშორებული, აერთიანებს 3 დამოუკიდებელ შენობას, საბავშვო, სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს, ლობებს კონსიერჟის მომსახურებით და 2 ჰექტარი ფართობის პარკს.

Park Home ვაკეში ბინების მინიმალური ფართი იწყება 44 კვ.მ-დან და ბარდება „კომფორტ სტანდარტ +“ კონდიციით, რაც გულისხმობს ბინის კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას, გათბობისა და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის ივლისი.

შეთავაზების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია: https://solo.ge/ka/solo/lifestyle/event-details/603e0c87464588030c5ba4d5

Share