Home » ბიზნესი » „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო შეთავაზება თვითდასაქმებულებში პოპულარობით სარგებლობს

„საქართველოს ბანკის“ საკრედიტო შეთავაზება თვითდასაქმებულებში პოპულარობით სარგებლობს

საქართველოს ბანკის მიერ თებერვლის დასაწყისში ბაზარზე გამოტანილი ახალი საკრედიტო პროდუქტი, რაც თვითდასაქმებულებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს, უკვე პოპულარულია ამ სეგმენტის მომხმარებლებში.

მთავარი ისა არის, რომ თვითდასაქმებულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე წვდომა გაუუმჯობესდა. კერძოდ, ვისაც არ შეეძლო შემოსავლების დადასტურება და აქამდე  ვერ ახერხებდა საჭირო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას, მისთვის ამოცანა მარტივდება – სამსახურის ან შემოსავლების დამადასტურებელი ცნობების წარდგენა მათთვის აღარ არის  გამოწვევა. საკმარისია მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენა და ბანკისთვის მისი კონკრეტული საქმიანობის უტყუარად ჩვენება. ამ შემთხვევაში თვითდასაქმებული შეძლებს მისთვის საჭირო და შესაფერისი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობას.

დღევანდელ რეალობაში, როცა ერთი მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდული  ეკონომიკური აქტივობება აფერხებს განვითარებას და მეორე მხრივ, საბანკო რეგულაციების გამკაცრების გამო, საქართველოს ბანკის მიერ თვითდასაქმებულთათვის შეთავაზებული ეს ოპცია ობიექტურად შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ახალი შესაძლებლობა პოტენციურ მსესხებელთა საკმაოდ დიდი სეგმენტისთვის.

პროგრამის ფარგლებში, საჭირო ფინანსურ რესურზე წვდომას შეძლებენ შემდეგი  პროფესიის მქონე ადამიანები: გიდი, თარჯიმანი, კურიერი, ადვოკატი, ავტოსამრეცხაოში დასაქმებული, ავტოხელოსანი, ანიმატორი, არქიტექტორი/ამზომველი, ბუღალტერი, გადამზიდავი, დამლაგებელი, დისტრიბუტორი, ექთანი, ვეტერინარი, იუველირი, მეწაღე, მკერავი, პარკირების მენეჯერი/დისპეჩერი, პროგრამისტი, რეპეტიტორი, სამშენებლო ხელოსანი, სარიტუალო მომსახურების მიმწოდებელი, საყოფაცხოვრებო ნივთების ხელოსანი, ელექტროსაყოფაცხოვრებო საქონლის ხელოსანი, სტილისტი, ტაქსის მძღოლი, ფოტოგრაფი, მუშა, ჭურჭლის მრეცხავი, დამლაგებელი, დარაჯი, მზარეული/ მცხობელი, საკვებისა და ყავის დამტარებელი, მიმტანი, მუსიკოსი/დამკვრელი/მოცეკვავე, ძიძა, გამყიდველი, პირადი მძღოლი.

ფაქტია, თვითდასაქმებულთა ეს წრე, ვისაც შეუძლია საქართველოს ბანკის ამ ახალი შესაძლებლობით სარგებლობა, საკმაოდ ვრცელი და ყოვლისმომცველია.

საკუთარი შემოსავლების მოცულობიდან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ ისარგებლონ როგორც სამომხმარებლო სესხით, ისე იპოთეკური დაკრედიტებით სახლის შეძენისა თუ მისი რემონტისათვის. დღემდე, თვითდასაქმებული პირები ამ პროდუქტებით სარგებლობას ვერ ახერხებდნენ.

„ბანკები და ფინანსები“ ესაუბრა ძიძასა და ტაქსის მძღოლს, რომლებიც გეგმავენ საქართველოს ბანკის მიერ ბაზარზე გამოტანილი ამ ახალი შესაძლებლობით სარგებლობას. სოფიო კიკნაძე ძიძად უკვე მეხუთე წელია მუშაობს. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ რამდენჯერმე ჰქონდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის განვადების სერვისით ან მცირე მოცულობის სამომხმარებლო სესხით სარგებლობის სურვილი, მაგრამ ბანკთან ურთიერთობის მისი ყველა მცდელობა, წარუმატებლად სრულდებოდა.

„რასაც საქართველოს ბანკი თვითდასაქმებულებს სთავაზობს, ვფიქრობ იქნება ის შესაძლებლობა, რაც ათასობით ადამიანს ძალიან ესაჭიროება. პირადად მე წლებია ერთი და იგივე ოჯახში ვსაქმიანობ და მაქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა ოფიციალურად მის დადასტურებას ვერ ვახერხებდი. ამიტომ, ბანკები მცირე განვადებაზეც კი უარს მეუბნებოდნენ, საუბარი არ არის იმ მოცულობის სინდა სამომხმარებლო, გინდა იპოთეკური სესხით სარგებლობაზე, ადამიანმა რომ მართლაც მოაგვარო გარკვეული აუცილებელი საჭიროება“, – ამბობს სოფიო კიკნაძე.

ტაქსის მძღოლ გურამ ფოფხაძის თქმით, მას ჰქონია შემთხვევები, როცა მისი ავტოსატრანსპორტო საშუალება მოულოდნელ შეკეთებას საჭიროებდა და საამისო სახსრების მოძიება კი ჭირდა.

„როცა მოქალაქეები გადაგყავს და მათ მანქანით ემსახურები, თავი რომ დაანებო იმას, რომ თავადაც იმავე მანქანაში ზიხარ, დიდია შენი პასუხისმგებლობა. ამიტომ, მანქანა სულ უნდა გყავდეს გამართული და წესრიგში. ეს გარკვეულ ხარჯს მოითხოვს და ხშირად დაუგეგმავსაც. მქონია ასეთი შემთხვევები და რამდენჯერმე იძულებული გავმხდარვარ, რომ ფული ხელზე მესესხა, მათ შორის, ერთხელ სამევახშეო პროცენტითაც კი ვისესხე. თუ საქართველოს ბანკი მართლაც გაითვალისწინებს თვითდასაქმებულთა საჭიროებებს და ამ პროგრამას, რაზეც საუბარია, აამოქმედებს, მე პირადად ნამდვილად ვიქნები ერთ-ერთი მათგანი, ვინც ისარგებლებს ამ პროგრამით“, – აღნიშნა გურამ ფოფხაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში.

Share