Home » ბიზნესი » საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო ბლოკების საწარმო წარმოების ხაზს აფართოებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო ბლოკების საწარმო წარმოების ხაზს აფართოებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.

როგორც სამშენებლო ბლოკის მწარმოებელი კომპანიის, „კ.ნ+“ -ის წარმომადგენელი, კახა ნებიერიძე აღნიშნავს, საქართველოს ბანკისგან მიღებული ინვესტიცია საწარმოო ხაზის გაფართოებას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას მოხმარდება.

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, როდესაც დავინახეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაგვეფართოებინა ჩვენი წარმოების ხაზი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შეგვეთავაზებინა. ამ ყველაფრის განსახორციელებლად ბანკმა მხარი დაგვიჭირა და ჩვენზე მორგებული პირობები შემოგვთავაზა“, -აღნიშნავს კახა ნებიერიძე.

კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას სიმსუბუქე და მაღალი ხარისხი გამოარჩევს. საწარმო წლიურად 500 000 სამშენებლო ბლოკის წარმოებას უზრუნველყოფს, რისი რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. პროდუქცია სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან. ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციით კი კომპანია საწარმოო ხაზის გაფართოებას, კერძოდ კი მოსაპირკეთებელი ფილების ნაირსახეობის წარმოებას შეძლებს.

„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს მცირე საწარმოების და ბიზნესის ხელშეწყობას. ამჯერად ბანკმა ინვესტიცია სამშენებლო ბლოკების საწარმოს გაფართოების ხელშეწყობის მიზნით გასცა. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივი წარმოების პროექტს, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის; ეს ხელს უწყობს როგორც ბიზნესების განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Share