Home » ბიზნესი » „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესპროექტების განხორციელებასა და მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია „ჯეო ქონსთრაქშენი“ ახალ მიმართულებას ავითარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განხორციელებული ინვესტიციის შედეგად კომპანია წარმადობის ზრდას, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. პროექტის ჯამური ღირებულება 690 000 ლარია. ის სრულად „საქართველოს ბანკის“ მხრიდან დაფინანსდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, არჩილ წიწვიანიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოს წარმადობა საათში 60 კუბია.

„მოხარული ვართ რომ ბანკმა, როგორც სანდო პარტნიორმა, გამოგვიცხადა ნდობა და ხელი შეგვიწყო, წამოგვეწყო ახალი მიმართულებით საქმიანობა. ამ ეტაპზე საწარმოს წარმადობა საათში 60 კუბია, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ამ ციფრს მნიშვნელოვნად გავზრდით. აქტიურად ჩავერთვებით ქარელის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე შიდა ქართლში სამელიორაციო სამუშაოებში, რაც ხელს შეგვიწყობს კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნესი“,- განაცხადა არჩილ წიწვიანიძემ.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა განმარტა, მათი მიზანია ხელი შეუწყონ ბიზნესს, განახორციელოს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები.

„სასიამოვნოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში ბიზნესების გაძლიერებაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბიზნესს, განახორციელოს ეკონომიკურად გამართლებული პროექტები, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში გააძლიეროს და გააჯანსაღოს ქვეყნის ეკონომიკა“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.

Share