Home » საზოგადოება » საქართველომ შესაძლოა ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს
საქართველომ შესაძლოა ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

საქართველომ შესაძლოა ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

საქართველომ შესაძლოა ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შვეიცარიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებთან.

„საუბარი გვქონდა, ზამთრის რომელიმე სახეობაში, საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. ამას სჭირდება მომზადება და უკვე გამოკვეთილია ქვეყნები რამდენიმე წლის განმავლობაში. დაახლოებით ხუთწლიან პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება, რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს – ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი, საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის და სახელმწიფო გააგრძელებს ამ მიმართულებით ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენების კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.

Share