Home » ფინანსები » საქართველომ ევროკავშირიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში 469.75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი და კრედიტი მიიღო

საქართველომ ევროკავშირიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში 469.75 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი და კრედიტი მიიღო

საქართველომ ევროკავშირიდან გრანტისა და კრედიტის სახით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015-2020 წლებში 469.75 მილიონი ევროს ოდენობის საბიუჯეტო დახმარება მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველომ ევროკავშირიდან 2015-2020 წლებში გრანტის სახით 333.35 მილიონი ევრო, ხოლო კრედიტის სახით 136.40 მილიონი ევრო მიიღო.

რაც შეეხება გრანტებს წლების მიხედვით: 2015 წელს საქართველომ 48.20 მილიონი ევრო მიიღო; 2016 წელს – 46.95 მილიონი ევრო; 2017 წელს – 58.10 მილიონი ევრო; 2018 წელს – 41.80 მილიონი ევრო; 2019 წელს – 28.80 მილიონი ევრო; 2020 წელს – 109.50 მილიონი ევრო.

გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსმა“ ფინანსთა სამინისტროდან იმ პროექტების შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია, რისთვისაც ევროკავშირმა 2015-2020 წლებში გრანტები გამოყო. აღნიშნული პროექტებია:

EU – Support to Georgia IDPs Action Plan: 2012 Part IV 10.75 მილიონი ევრო;

EU – ENPARD – European Neighbourhood Programme for Agricultural and Rural Development in Georgia 14.50 მილიონი ევრო;

EU – EVET – Employment and Vocational Education and Training 16.50 მილიონი ევრო;

EU – PFPR – Support to Public Finance Policy Reforms 18.55 მილიონი ევრო;

EU – Support to Regional Developmet Reform in Georgia – II 25.75 მილიონი ევრო;

EU – MFA – 2014 23.00 მილიონი ევრო;

EU – Support to EU-Georgia DCFTA and SMF-s 22.75 მილიონი ევრო;

EU – Support to the Justice Sector Reform in Georgia 18.45 მილიონი ევრო;

EU – ENPARD – European Neighbourhood Programme for Agricultural and Rural Development in Georgia –II 24.88 მილიონი ევრო;

EU – Support to Public Administration Reform in Georgia 16.68 მილიონი ევრო;

EU – Economic and Business Development in Georiga 4.25 მილიონი ევრო;

EU – ENPARD – European Neighbourhood Programme for Agricultural and Rural Development in Georgia –III 41.80 მილიონი ევრო;

EU – Macro-Financial Assistance for Georgia – 2018 10.00 მილიონი ევრო;

EU – Skills Development for Matching Labour Market Needs 9.00 მილიონი ევრო;

EU – EFGA – Economic Governance and Fiscal Accountability 1.50 მილიონი ევრო;

EU – State Resilience Program (COVID-19) 60.00 მილიონი ევრო;

EU – Integrated Territorial Development 15.00 მილიონი ევრო.

Share