Home » ეკონომიკა » საქართველოდან თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა – სად ვყიდით პროდუქტს

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა – სად ვყიდით პროდუქტს

პანდემიის მიუხედავად, საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი 240%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ქვეყნიდან ჯამში 122 ათას 500 დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2019-ში კი ექსპორტზე მხოლოდ 56 ათას 300 დოლარის ნატურალური თაფლი გავიდა.

Top-5 ქვეყანას შორის, სადაც 2020 წელს საქართველომ ნატურალური თაფლი გაყიდა, ლიდერობს იტალია, მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, მე-3 ადგილზეა ბულგარეთი, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი კანადა და ყატარი ინაწილებენ.

Share