Home » საზოგადოება » საქართველოდან ევროპამდე წყალქვეშა გადამცემი ხაზის გაყვანა იგეგმება

საქართველოდან ევროპამდე წყალქვეშა გადამცემი ხაზის გაყვანა იგეგმება

მთავრობა შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაყვანას გეგმავს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს პოტენციური პროექტი ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და ევროპის ენერგოსისტემების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა უკვე გამოყო გარკვეული თანხები პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლაში დასახმარებლად.

„ეს არის ყველაზე გრძელი, დაახლოებით 1195 კმ. სიგრძის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ასევე აღჭურვილი იქნება შესაბამისი, მაღალი ხარისხის ინტერნეტის გადამცემი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზით. ერთობლიობაში, ეს პროექტს გახდის არამხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, არამედ კომერციულად მიმზიდველს.

პროექტზე საუბარი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში და ეს არის ძალიან დიდი პრიორიტეტი, რაშიც ევროკავშირი გვიდგას გვერდში. ამოცანა არის ის, რომ შემდგომში, ჩვენი მწვანე ენერგია, ამ გადამცემი ხაზის მეშვეობით გადაეცემოდეს ევროკავშირს“, – განმარტა ნათია თურნავამ.

Share