Home » ეკონომიკა » საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 31%-ით გაიზარდა
საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 31%-ით გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 31%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.  

როგორც საქსტატში აცხადებენ, აქედან ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარი იყო (31%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10%-ით მეტი).

ამასთან, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26%შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29% და იმპორტში 26% (2016 წლის იანვარ- თებერვალში შესაბამისად 27, 28 და 27 %).

„დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 40 %-ით მეტი). აქედან ექსპორტი 129 მლნ. აშშ დოლარი (75 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 367 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 % იყო, მათ შორის ექსპორტში 36% და იმპორტში 34% (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 29, 26 და 30 %). 2017 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 % (2016 წლის იანვარ-თებერვალში 32 %)“, – აღნიშნავენ საქსტატში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.

როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  აქედან ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარს (15 %-ით მეტი).

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2017 წელს თურქეთი (198 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (163 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანია (146 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა.

Share