Home » ეკონომიკა » საქართველოდან 2.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოდან 2.2 მლნ აშშ დოლარის ვაშლია ექსპორტირებული

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 4 884 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში.

Share