Home » საზოგადოება » „საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში“

„საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში“

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან უახლოეს დღეებში გვექნება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურისმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა.

ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები იმისთვის, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ 3-4 თვეა ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. პირველი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, ეკონომიკის წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა.

თითეოულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

Share