Home » ეკონომიკა » საქართველო ყაზახეთის ვალის გადახდას იწყებს
საქართველო ყაზახეთის ვალის გადახდას იწყებს

საქართველო ყაზახეთის ვალის გადახდას იწყებს

2017 წლის მეორე ნახევარში საქართველო ყაზახეთის მიმართ არსებული ვალის გადახდას დაიწყებს, – ინფორმაციას dknews-ი ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელ რევაზ საყვარელიძეზე დაყრდნობით ავრცელებს. 

“ამ ეტაპისთვის გაფორმებულია შეთანხმება, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ვალის ეტაპობრივი გადახდა. ამ წლის მეორე ნახევარში საქართველო ვალის გადახდას დაიწყებს”, – განაცხადა საყვარელიძემ ჟურნალისტებთან.

პორტალის ცნობით, საქართველოს დავალიანება ყაზახეთის მიმართ $27,774 მილიონია.

წყარო: GBC

Share