Home » საზოგადოება » „საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი“
„საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი“

„საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი“

საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამ თვალსაზრისით, გასული წელი განსაკუთრებით აღსანიშნავი და სამაგალითო იყო.

„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აშშ-ის ელჩმა იან კელიმ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

ელჩი კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს და სამშობლოში ბრუნდება.

მე მას წარმატებებს ვუსურვებ! ვიმედოვნებ, იან კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა კიდევ არაერთხელ ეწვევიან საქართველოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ მათ ყოველთვის სიხარულით ვუმასპინძლებთ.

საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის ერთგული სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

Share