Home » საზოგადოება » საქართველო “ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)” პროექტის განხორციელებას იწყებს

საქართველო “ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)” პროექტის განხორციელებას იწყებს

საქართველო “ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)” პროექტის განხორციელებას იწყებს

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციის  მიზნით, ევროკავშირის დელეგაციის, ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ – „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC)  და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაციის  მიზნით, იწყება ახალი პროექტი.

პროექტის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის. ხელშეკრულების მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი  ბიუჯეტია 1,000,000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვე.

პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას საზღვარზე.

Share