Home » ფინანსები » საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, მაგრამ მგზავრობა გაძვირდა

საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა, მაგრამ მგზავრობა გაძვირდა

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგა, თუმცა ავტოსადგურებზე მისულ მოქალაქეებს ტრანსპორტი გაძვირებული დახვდათ.

ტარიფი გაზრდილია დაახლოებით 2-დან 5 ლარამდე. მძღოლები ამას იმით განმარტავენ, რომ საწვავის ფასი მომატებულია. ასევე გაზრდილია საყოფაცხოვრებო ხარჯებიც.

მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან და გაზრდილი ტარიფი მათთვის მიუღებელია.

12 ლარი ღირდა სამტრედიამდე და 20 ლარი ღირს ახლა. გამიხარდა, მეგონა ვიმგზავრებდი შეღავათიან ფასებში, მაგრამ სად არის. ეს გამოიწვია მთავრობამ. – ამბობს ერთერთი მოქალაქე.

Share