Home » საზოგადოება » საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ლევან ვასაძემაც მიიღოს მონაწილეობა
საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ლევან ვასაძემაც მიიღოს მონაწილეობა

საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ლევან ვასაძემაც მიიღოს მონაწილეობა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს.

რაც შეეხება ფაქტს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად პარტიამ უკვე კახა კუკავა წარადგინა, კუკავა აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის ნაწილია.

„რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ განაცხადს, ეს არის კანონის მოთხოვნა, რათა ბლანკები აიღო და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. აუცილებელია ასეთი განაცხადის შეტანა. ეს იურიდიული პროცედურაა. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ვიქნები მე თუ ვინმე სხვა ჩვენი პარტიიდან, მომავალ კვირას მივიღებთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანდიდატს რაც შეეხება, პირადად შევთავაზეთ და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილებოდა ლევან ვასაძე. გვაქვს კონსულტაციები სხვა კანდიდატებთანაც“, – განაცხადა კახა კუკავამ.

ამ დროისთვის, ცესკო-ში პრეზიდენტობის 14 კანდიდატია წარდგენილი.

Share