Home » მსოფლიო » საფრანგეთში ვაქცინაციის ორი ცენტრი გაანადგურეს – ერთი დატბორეს, მეორე კი დაწვეს

საფრანგეთში ვაქცინაციის ორი ცენტრი გაანადგურეს – ერთი დატბორეს, მეორე კი დაწვეს

საფრანგეთში, საკარანტინო და სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე, განადგურდა ორი ცენტრი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდებოდათ.

კერძოდ, France Bleu-ს ინფორმაციით, 17 ივლისის ღამეს იურიუნის კომუნაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევეის ადგილას მეხანძრეებმა აღმოაჩინეს რამდენიმე წერტილი და გაირკვა, რომ ბენზინი მთელ ცენტრში ბენზინი იქნა დაღვრილი. პოლიცია ინციდენტს იძიებს, როგორც განზრახ დაწვის ფაქტს.

კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ლანს-ან-ვერკორსის კომუნის ვაქცინაციის ცენტრში. France Blue-ს ინფორმაციით, 17 ივლისის ღამეს უცნობი პირები შევიდნენ ვაქცინაციის ცენტრში და სახანძრო შლანგების დახმარებით დატბორეს შენობა. განადგურდა მთელი კომპიუტერული და სამედიცინო მოწყობილობა.

სანდრო პირველი

 

Share