Home » მსოფლიო » საფრანგეთი ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულებასა და „კომენდანტის საათს“ აუქმებს

საფრანგეთი ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულებასა და „კომენდანტის საათს“ აუქმებს

საფრანგეთი ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებასა და „კომენდანტის საათის“ ფარგლებში გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს, – „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვა ხვალიდან, ღამის „კომენდანტის საათი“ კი კვირიდან გაუქმდება.

საფრანგეთში ყოველდღიურად, საშუალოდ, ინფიცირების 3 900 შემთხვევა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 58%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

Share