Home » ფინანსები » საფინანსო ბაზრებზე იკვეთება ნიშნები, რომელმაც შესაძლოა ევროკავშირის დაშლა გამოიწვიოს
საფინანსო ბაზრებზე იკვეთება ნიშნები, რომელმაც შესაძლოა ევროკავშირის დაშლა გამოიწვიოს

საფინანსო ბაზრებზე იკვეთება ნიშნები, რომელმაც შესაძლოა ევროკავშირის დაშლა გამოიწვიოს

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს წევრი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
ნიკა შენგელია

აშშ პრეზიდენტის ინაუგურაციის, შემდგომ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებით გამოიკვეთა, რომ თეთრ სახლს სურს ქონდეს ძლიერი ეკონომიკა სუსტი დოლარის ფონზე. როგორც ჩანს, ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირის მიმართებაში უარს არ იტყვის იმ პრინციპზე რასაც ჰქვია, – დაყავი და იბატონე. რამოდენიმე კვირის წინ, მან მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის, ჩინეთისა და იაპონიის ეკონომიკები თავიანთი ვალუტის შეგნებულად დევალვაციაში, რის გამოც ზარალობს ამერიკული კომპანიები და მომხმარებელი. მიაჩნია, რომ ევროს კურსი ხელოვნურად დაბლაა დაწეული. პრობლემა იმაშია. რომ ევროს კურსის პარიტეტამდე დაწევა შესაძლებელია მხოლოდ ყოფილი მოკავშირეების დაშლის შემთხვევაში.

მარინ დე ლე პენის არჩევის შემთხვევაში, ევროს კურის დაცემა 10%-ით

პირველად ბოლო 18 წლის განმავლობაში იტალიის მშპ შემცირდა 0.4% ით, გერმანიაში კი გაიზარდა 21,1% – ით რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის კარგ მაჩვენებლად ითვლება.
გერმანიის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გერმანიის ეკონომიკას შეუძლია გაუძლოს შედარებით ძლიერ ევროს ვიდრე ეს დღეს არის, მოკავშირე ქვეყნების ეკონომიკისათვის ეს შეუძლებელია. წორლდ ეცონომიცს კვლევის მიხედვით, გერმანიისთვის ეკონომიკისთვის ევროს კურსი 17%-ითაა შემცირებული, ხოლო საფრანგეთისა და საბერძნეთისთვის 5% და 7%-ით მეტია. ასეთ ეკონომიკურ დაუბალანსებლობას მივყავართ პოლიტიკურ რყევებთან, რასაც იყენებენ პარტიები ხელისუფლებაში მოსასვლელად. საფრანგეთში მარინ დე ლე პენის მოსვლა ასოცირდება მის დაპირებასთან, – დააბრუნოს ვალუტად ფრანკი. მისი არჩევის შემთხვევაში, ევროს კურის დაცემა 10% ით მაინც მოხდება და ევროს ფუნტის ბედი ელის მიუხედავად იმისა, რაც უნდა კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი გამოვიდეს ევროპიდან. გავიხსენოთ, რომ ტრამპისა და მეის შეხვედრის დროს, აშშ ს პრეზიდენტმა მოუწონა ინგლისს ,,ბრექსიტი”-ს შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ტრამპის გეგმა – ამერიკელების იძულება, რათა მათ იმუშაონ და მექსიკელების დაბრუნება სამშობლოში

გასაგებია, რომ ძლიერი დოლარი ხელს უშლის აშშ -ს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ბოლო სამი წლის განმავლობაში, აშშ ისედაც სტაბილურად უარყოფითი სალდო აქვს, ყოველთვიურად 40 მილიარდი დოლარი, შესაბამისად წელიწადში ქვეყნიდან ნახევარი ტრილიონი ფული გადის. ამ დროს კი ფსს ბეჭდავს ფულს და უშვებს მიმოქცევაში. ამერიკელების უმრავლესობა ზის და ცხოვრობს დახმარების ხარჯზე, არ უნდა მუშაობა, ფული კი მიდის ჩინეთში. ტრამპს აქვს გეგმა- აიძულოს ამერიკელები იმუშაონ და მექსიკელები დააბრუნოს უკან, თავიანთ სამშობლოში. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შევძლებთ იმის თქმას, – თუ როგორ დაეხმარა პროტექციონისტული პოლიტიკა ამერიკულ მრეწველობას.
აშშ და სხვა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს, გერმანიის გარდა აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და შესაბამისად ცხოვრობენ ვალების ხარჯზე. გერმანია ამ მხრივ გამოირჩევა ყოველთვიური დადებითი 20 მილიარდიანი სალდოთი, იგი ევროპის განაპირა რეგიონებიდან ხარბად იწოვს რესურსებს,თუმცა რესურსების შთანთქმის კუთხით აშშ ს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს.

მივაქციოთ ყურადღება შემდეგ ფაქტებს. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩინეთი მოგვევლინა დამცველი გლობალიზაციისა და მთავარი გლობალიზატორის მანტია მოირგო. აშშ ახალმა პრეზიდენტმა კი გააუქმა წყნარი ოკეანის საპარტნიორო ხელშეკრულება, რომლითაც ამაყობდა წინამორბედი ბარაქ ობამა. ჩინეთმა რუსეთის საზღვრებთან გამოიტანა ბირთვული ბალისტიკური რაკეტები, რუსეთში კი წუნის მიზეზით უკან გაიწვიეს ყველა სარაკეტო რეაქტიული ძრავი ამის შედეგია ის რომ ქვეყნებს შორის კოსმოსური ათვისების შეთანხმების პროგრამა დაშლის პირასაა მისული.

საფინანსო ბაზრებზე სავალუტო ომია მოსალოდნელი

თუკი ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით სავსებით ცხადია, რომ ჩინეთსა და აშშ შორის დიდი სავაჭრო ომის დაწყებამდე, აუცილებად, საფინანსო ბაზრებზე სავალუტო ომის მომსწრენი გავხდებით. ეს მოხდება მიუხედავად მემორანდუმისა, რომელსაც დიდი 20-იანის ერში ხელი მოაწერა. მემორანდუმი შეეხებოდა, კონკურენციის მიზნით, არ მოეხდინათ ხელოვნურად ეროვნული ვალუტების დევალვაცია. ცხადია, ეს შეთანხმება ფარატინა ფურცლად გადაიქცა.

დავსვათ შეკითხვა, საით წავა დოლარი, მაშინ როდესაც – ევრო ეცემა 5%, იაპონური იენა 15% ით და ბრიტანული ფუნტი კარგავს მეხუთედ ნაწილს? – პასუხი ერთია დოლარი წავა ზემოთ. აშშ ახალი პრეზიდენტი ცდილობს დოლარი ჩამოწიოს დაბლა, ჩამოიყვანოს 100-ნი ნიშნულის დაბლა.

სანამ ტრამპი ცდილობს დაწიოს დოლარის ინდექსი, ევროპაში ეცბ პრეზიდენტი მარიო დრაგი აცხადებს, – ა) თუ ევროკავშირის ეკონომიკა მოითხოვს, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას; ბ) ”ეკონომიკა უნდა გავდეს ეკონომიკას, საჭიროა უფრო მოქნილი რეფორმები” და უცებ დრაგი გვეუბნება, რომ ევროპაში ენერგო რესურსებზე ფასების მატების გამო ინფლაცია იმატებს (ამის შესახებ , რომ ეს ასე მოხდებოდა ჟურნალ “გადასახადებში” 2016 წლის ნოემბრის ნომერში სამეცნიერო ნაშრომში პროგნოზის სახით გამოვაქვეყნე), ხოლო საბაზო ინფლაცია უცვლელი რჩება. აქ საინტერესო ისაა, რომ ეცბ თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს დაინტერესებულა იმ მიზეზებით, რის გამოც იმატებს ინფლაცია. ინფლაციის მომატება ასევე შესაძლებელია, მომხდარიყო ევროპის ქვეყნებში გადასახადების მომატების ხარჯზე. ინფლაციის მომატება, ეცბ-სთვის ეს ყოველთვის ნიშნავდა საპროცენტო განაკვეთის ზრდას.
მოდით ასე ვთქვათ, ეცბ-ს ასეთი თავისუფალი ქმედება უნდა მივაწეროთ თეთრ სახლში ჯერ-ჯერობით დასალაგებელ სიტუაციას, კერძოდ, წასასვლელია ძველი და დასაკომპლექტებელია ახლი კადრებით. ასევე, უნდა დავაკვირდეთ რას იტყვის მარტში მარიო დრაგი, ასეთ ვითარებაში ძნელია ითქვას, – საით წავა ევრო/დოლარის ტრენდი. თუმცა, იმ მონაცემების საფუძველზე რაც დღეს გვაქვს ვიტყოდი, რომ მიმდინარე და მოსალოდნელი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების ფონზე, ევრო დატესტავს პარიტეტის ნიშნულის არეს და შემდეგ ისევ ზემოთ აიღებს გეზს. ანუ, ის ვარაუდი, რომ იგი დიდი პერიოდი შენარჩუნებდა 0.90 იანი ნიშნულის არეში არ შეინიშნება.

საბერძნეთს შესაძლოა ევროკავშირის დატოვება მოუწიოს

მიუხედავად იმისა, რომ, ამ ეტაპზე, ევროკავშირის ეკონომიკა ასე თუ ისე მეტნაკლებად სტაბილურია, იგი მაინც იმყოფება პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ. ქარიშხალს ამ შემთხვევაში საფრანგეთიდან ელოდებიან. 23 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. სოციოლოგიური გამოკითხვებით ”სახალხო ფრონტის” კანდიდატი მარინ დე ლე პენი ლიდერობს. ამას ასევე ემატება 1015 წლის საბერძნეთის გახმაურებული კრიზისი,რომელიც თითქოს და მიწყნარდა მაგრამ მაისის თვეში ისევ განახლდება, როდესაც სავალო ვალდებულებებისთვის განკუთვნილი მარაგები ამოიწურება. 2016 წლის დეკემბერში საბერძნეთის სახელმწიფო ვალმა 326,36 მლრდ ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5 მლრდ ევროთი მეტია. აღნიშნული თანხიდან 254,75 მლიარდი საბანკო კრედიტებია და 71,61 მლრდ სავალო ფასიანი ქაღალდებია. მაგალითისთვის, აღვნიშნავდი, რომ საბერძნეთის სახელმწიფო 10 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 7,716% ია. სხვა ზოგიერთი ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა 10% აჭარბებს. ეს, რა თქმა უნდა, დიდ მაჩვენებლად ითვლება. რომ ავიღოთ ამის საშუალო მაჩვენებელი, – 7,7% შეგვიძლია დავთვალოთ, რომ წელიწადში საბერძნეთში მთავრობას კუპონური ვალდებულება სავალო მომსახურების დაფარვისათვის გაიზარდა +5,5 მილიარდი ევროთი. აღნიშნული კი ძალიან დიდი ტვირთია საბერძნეთის ეკონომიკისთვის. ასე რომ საბერძნეთის ეკონიმიკის ჩიხში შესვლის ალბათობა ძალიან მაღალია, მან სასწრაფოდ უნდა მოახდინოს სავალო საპროცენტო ვალდებულებებზე პროცენტის დარიცხვის გაყინვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალებს ვერ გადაიხდის და თავი გაკოტრებულად უნდა გამოაცხადოს და დაემშვიდობოს ევროკავშირს.

რუსეთში დასავლური ბანკების შვილობილებს სტრატეგიული ობიექტების მომსახურება აეკრძალებათ

რუსეთში მოქმედი დასავლური ბანკების შვილობილებს სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტების მომსახურება აეკრძალებათ. შესაბამისი კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია სახელმწიფო სათათბიროში და ის ამ ნორმის დარღვევისთვის 60 მლნ რუბლის ჯარიმას (დაახლოებით 1,050 მლნ დოლარი) ითვალისწინებს. აკრძალვა შეეხება ანგარიშების მომსახურებას და დეპოზიტების განთავსებას.

ფინანსთა სამინისტროს ინიციაციტივა გულისხმობს ამგვარი აკრძალვის შემოღებას იმ შვილობილი ბანკებისთვის, რომლებიც ლეგალურად მუშაობენ რუსეთში, აქვთ ყველა ოპერაციის განხორციელებისთვის აუცილებელი ლიცენზია. აკრძალვა კი შეეხება მხოლოდ `გარკვეული საწარმოების და კომპანიების მომსახურებას”. ეს ზომა განიხილება რუსეთში, როგორც პასუხი მის წინააღმდეგ შემოღებულ საერთაშორისო სანქციებზე.

თუმცა კანონპროექტში არის ერთი პირობაც – ეს პუნქტი ამოქმედდება მხოლოდ იმ ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების შვილობილ კომპანიებზე, რომლების რუსული საწარმოების და კომპანიების წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობენ.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთში მოქმედი ყველა უცხოური ბანკის შვილობილი კომპანია არის რუსული ორგანიზაცია, რადგანაც ქვეყანაში აკრძალულია უცხოური ბანკების ფილიალების გახსნა. დამფუძნებელ ბანკებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილოება მათ დაფუძნებაში საწესდებო კაპიტალში საკუთარი წილის შეტანის გზით.
თუმცა, ამის მიუხედავად, დამფუძნებელ ბანკებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო სანქციებში და მეტიც, აიძულონ რუსული შვილობილი კომპანიები შეუერთდნენ მათ.
ფორმალურად აშშ-ს და ევროკავშირის სანქციების მოქმედება არ ვრცელდება უცხოური კომპანიების რუსულ შვილობილ კომპანიებზე, რომლებიც დაფუძნდა რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით.

თუმცა, ეს არის ე.წ. ,,ნაცრისფერო ზონა” – ანუ, დამფუძნებელ ბანკებს შეუძლიათ ,,ურჩიონ” შვილობილ კომპანიებს დაიცვან სანქციების რეჟიმი.

ასე, მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში ,,რაიფაიზენბანკი”-ს რუსულმა შვილობილმა კომპანიამ განათავსა სანქციების ქვეშ მყოფი ,,ვნეშპრომბანკის” ობლიგაციები საერთაშორისო ბაზარზე და ევროპელმა რეგულატორებმა ჩათვალეს, რომ ეს ქმედებები არ ეწინაღმდეგებოდა საერთაშორისო სანქციებს.

თუმცა, სააგენტო Bloomberg-ს ცობით, რამდენიმე დასავლეთ-ევროპულმა ბანკმა არაოფიციალურად სთხოვა რუსულ შვილობილ კომპანიებს სანქციების რეჟიმის დაცვა.
რუსეთის ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში საბანკო მოღვაწეობის ლიცენზია ჰქონდა არარეზიდენტების მიერ დაფუძნებულ 183 ფინანსურ ორგანიზაციას. მათი ჯამური კაპიტალი შეადგენს 2,4 ტრლნ. რუბლს, მათ საწესდებო კაპიტალში ჯამური ინვესტიციები 414, 8 მლრდ. რუბლია. 66 ბანკში და 4 არასაბანკო ორგანიზაციაში საწესდებო კაპიტალის 100% იყო უცხოური, 26 ბანკში – 50%-ზე მეტი.

ახალი კანონის მიხედვით, შეზღუდვებში მოყოლილ ბანკებს აეკრძალათ მომსახურების გაწევა ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორებიცაა ფედერალური საწარმოები და კომპანიები, რომლებიც შედიან საპრეზიდენტო და სამთავრობო ობიექტების ჩამონათვალში, კომპანიებს და საზოგადოებებს, რომლებსაც აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა თავდაცვისუარიანობისთვის და უსაფრთხოებისთვის.

ასევე აკრძალვა შეეხება თავდაცვით მრეწველობას, პრეზიდენტის საქმეთა განყოფილებას, ყველა რუსულ სახელმწიფო მედიას, და ასევე ბიზნეს-კომპანიებს, რომლებიც შექმნილები არიან სახელმწიფო მონაწილეობით – (,,გაზპრომი”, ~როსნეფტი”, ,,აეროფლოტი” და ა.შ.

ამ ეტაპზე ძნელია უცხოური ბანკების შვილობილი კომპანიებს და რუსეთის სახელმწიფო საწარმოების თანაშრომლობის დონის შეფასება. ბანკირების აზრით, მათ ძირითადად აკავშირებს კრედიტების გაცემა და არა დეპოზიტების მიღება ან ანგარიშების მომსახურება.

,,ამიტომაც, დაკრედიტების აკრძალვა იქნებოდა დიდი სისულელე და ძალიან გაუფუჭებდა შვილობილ კომპანიებს რეპუტაციას საერთაშორის ბაზარზე. თუმცა, საბედნიეროდ, აკრძალვა არ შეეხო დაკრედიტებას”, – ამბობს ერთ-ერთი ასეთი შვილობილი ბანკის მმართველი.

რბკ-მ გაუგზავნა რამდენიმე შეკითხვა ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით რუსეთში მოქმედი უცხოური ბანკების წარმომადგენლობებს, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. კერძოდ, `რაიფაიზენ ბანკში” განაცხადეს, რომ ბანკი აქტიურად მუშაობს რუსეთში, თუმცა ხსენებულ ინიციატივაზე კომენტარს გააკეთებს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გახდება ცნობილი პროექტის საბოლოო ვერსია.

არაოფიციალურად ბანკირები ამბობენ, რომ აკრძალვა დააზარალებს არა მარტო მათ, არამედ თვითონ რუსულ კომპანიებსაც.

,,თანაც კომპანიებისთვის ნეგატიური ეფექტი იქნება ბევრად უფრო საგრძნობი, ვიდრე ბანკებისთვის. მათ გაუძვირდებათ სავალუტო ოპერაციები და სატრანზიტო ანგარიშწორება და ა.შ.”, – აცხადებენ ბანკირები.

Share