Home » ფინანსები » საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება

2021 წლის 5 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 116 მილიონი ლარია, – ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 10.8%. საპენსიო აქტივების 76% განთავსებულია სადეპოზიტო სერთიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 24% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

საპენსიო აქტივები ამ დროისათვის სრულად ლარშია ინვესტირებული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 624-მა ადამიანმა. სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 12 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.

Share