Home » ფინანსები » საპენსიო სააგენტო – საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია

საპენსიო სააგენტო – საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია

2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი.

„საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

დღეისთვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765-მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა ერთმა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.

სულ მონაწილე – 1,137,380-ია, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას“,- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.

Share