Home » ეკონომიკა » საპენსიო სააგენტო – საპენსიო აქტივების მოცულობა ოქტომბრის ბოლოს 1.9 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტო – საპენსიო აქტივების მოცულობა ოქტომბრის ბოლოს 1.9 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტოდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით 2021 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 223 ათას მონაწილეს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,270-მა ადამიანმა ისარგებლა.

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 1.9 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი. მათ შორის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 249 მილიონი ლარია.

ამასთან, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 11,000 პირს შეადგენს.

Share