Home » ფინანსები » საპენსიო სააგენტო – 24 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2.1 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტო – 24 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2.1 მილიარდი ლარია

საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2.1 მილიარდ ლარს შეადგენს. დარიცხული სარგებელი კი 277 მლნ ლარია.

საპენსიო სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა ოდენობა 1 მილიონ 245 ათას მონაწილეს შეადგენს. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,438-მა ადამიანმა ისარგებლა.

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივები ცხრა კომერციულ ბანკშია განთავსებული. ფონდის მოგება ფონდის გაშვების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) დღემდე 32%-ია, რაც ანალოგიური პერიოდის ინფლაციას (24.8%) 7.2% აღემატება. ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.6%.

Share