Home » საზოგადოება » „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია – გიორგი კაპანაძე

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია – გიორგი კაპანაძე

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბას) პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებასთან დაკავშირებით გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა.

ცნობილია, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საჯარო კორპორაციების რეფორმის სტრატეგიის პროექტი“ მოამზადა.დოკუმენტში ჩნდება ჩანაწერი,სადაც განმარტებულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არაკომერციულ სტრუქტურად უნდა გარდაიქმნას. ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ძალიან დიდ დისკუსიას და ფართო მსჯელობის საგანი გახდება.

 „მიმდინარეობს „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია,რომ მისი საქმიანობა მის არსებითად არაკომერციულ ხასიათს შეესაბამებოდეს“-აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

კაპანაძე აცხადებს, რომ მისთვის სავალუტო ფონდის ეს განცხადება პრაქტიკულად გაუგებარია.

„საპარტნიორო ფონდის წესდებაში წერია, რომ  ფონდი უნდა იყოს კომერციული და მომგებიანი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა სავალუტო ფონდმა, ერთი ხელის მოსმით შეეცვალა  ფონდის სტრუქტურა.

20 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფონდი არ დაფინანსდება ბიუჯეტიდან. პირადად მეც მიმაჩნია, რომ ფონდი რომელიც მომგებიანი და მომავალშიც შეუძლია ასე გააგრძელოს საქმიანობა არ უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, იგივეს აცხადებენ ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები. გამოდის, რომ მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს განსხვავებული პოზიცია.

 ეს გადაწყვეტილება არასწორი მგონია და იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ დოკუმენტში მოხვდა და ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება. „საპარტნიორო ფონდი“ მომგებიანია, ახლახანს ინფორმაციაც გამოქვეყნდა და მეც აღვნიშნავ, რომ მისმა ინდივიდუალურმა მოგებამ  პანდემიურ წელს შეადგინა 3.9 მილიონი ლარი,საოპერაციო მოგებამ – 9.8 მილიონი ლარი. 2019 წელს, პანდემიამდე, ფონდის მოგება 70 მილიონი ლარი იყო.  გარდა ამისა, საინტერესოა ის, რომ ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე  ახერხებს 8 აშშ დოლარის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს,“-აცხადებს კაპანაძე.

აფბას პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ  „საპარტნიორო ფონდის“ გადაყვანა არაკომერციულ ნაწილზე არ მოხდება, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მომგებიან ფონდს საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაიყვანს.

„ჩვენ არ გვაქვს იმხელა საბიუჯეტო  ხარჯები, რომ მომგებიანი ფონდი ბიუჯეტის დაფინანსების წყაროდ ვაქციოდ,“ – აცხადებს კაპანაძე.

Share