Home » საზოგადოება » „საპარტნიორო ფონდი რეალურად მომგებიანია და მომგებიანი ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების საჭიროება არ არსებობს“

„საპარტნიორო ფონდი რეალურად მომგებიანია და მომგებიანი ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების საჭიროება არ არსებობს“

საპარტნიორო ფონდის საკითხი ბოლო კვირებია აქტუალობას არ კარგავს. იმის მიუხედავად, რომ ფონდი ბოლო სამი წელია რეორგანიზაციის ფაზაშია, მხოლოდ ბოლო პერიოდში მიეცა ამ პროცესებს სისტემური სახე და დღის წესრიგში დადგა არაერთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

უმთავრესი, რაც უნდა გაირკვეს, არის ის, თუ რა იქნება ფონდის დაფინანსების წყარო. იქნება ეს საბიუჯეტო რესურსი, თუ ფონდისავე საკუთარი შემოსავლები. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ასევე სპეციალისტესა და ანალიტიკოსებში, საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა.

ფონდის დაფინანსების წყაროდ ცენტრალური ბიუჯეტის განსაზღვრას  ანალიტიკოსების დიდი ნაწილი, და როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავად ფონდიც ეწინააღმდეგება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ გასულ კვირაში საკითხთან დაკავშირებულ მსჯელობას სპეციალური შეხვედრა მიუძღვნა, რომელშიც ეკონომისტებმა, ანალიტიკოსებმა და საკუთრივ ფონდის ხელმძღვანელობამ მიიღო მონაწილეობა. გარდა დაფინანსების წყაროსი, შეხვედრაზე ფონდის რეორგანიზაციის მიმდიანრე პროცესის სხვა ასპექტებიც განიხილეს.

აფბა ეწინააღმდეგება ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების იდეას და აცხადებს, რომ ეს ბიუჯეტისთვის დიდი ტვირთი იქნება. როგორც ორგანიზაციის  ვიცე-პერეზიდნტმა, პაატა ბაირახტარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეპროექტში – „ბიზნეს პატრნიორი“ სტუმრობისას განაცხადა, ფონდს დაფინასების ბევრად უფრო ჯანსაღი წყაროებიც გააჩნია, ვიდრე ეს ცენტრალური ბიუჯეტია.

„საპარტნიორო ფონდს ბიუჯეტის გარდა დაფინასების კიდევ რამდენიმე ალტერნატიული წყაროს განხილვა შეუძლია. ბიუჯეტი ისედაც დამძიმებულია ბიუროკრატიული, თუ სოციალური ხარჯებით და მისთვის დამატებით საპარტნიორო ფონდის დაფინანსების დაკისრება აუწეველი ტვირთი იქნება. ფონდს შუძლია ბევრად უფრო ჯანსაღი დაფინასების წყაროებიც მოიძიოს.

ეს ალტერნატივები კი ასე გამოიყურება: პირველ რიგში ფონდს შეუძლია უკან დაიბრუნოს ის თანხები, რომელიც მან სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებში ჩადო. ამ საწარმოებს კომერციული ინსტიტუდებიდან, რომ აეღოთ ეს თანხები ხომ დააბრუნებდნენ. იგივეა ფონდის შემთხვევაშიც, მათ შეიძლება დაბრუნონ ეს სახსრები, რომლითაც მოხდება ფონდის დაფინანსება და ფონდი მას ახალ საინვესტიციო წრეზე გაუშვებს.

მეორე ვარიანტია ფონდის იმ დივიდენდებით დაფინანსება, რომელსაც იხდიან ფონდის მიერ დაფინანსებული საწარმოები, და რომელიც დღეს სუბისიდირებებში მიემართება. ასევე განიხილება ფონდის აქციების გამოშვება და ამ აქციებით ფონდის დაფინანსება, თუმცა ეს დიდ პოლიტიკურ წახნაგებსაც შეიცავს, ვინაიდან ფონდის ბალანსზე რამდენიმე სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიაც ირიცხება.

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ფონდს ბიუჯეტის გარდა სხვა ბევრად უფრო პირდაპირი და ჯანსაღი დაფინასების წყაროებიც გააჩნია და გაუგებარია, რატომ დადგა საერთოდ საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტიდან დაფინასების საკითხი“, – განაცხადა ბაირახტარმა.

ბაირახტარმა ფონდის ავკარგიანობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვისაც ფონდის ფინანსური მაჩვენებლები საფუძვლიანად აქვს შესწავლილი, მისთვის ნათელი იქნება, რომ ფონდი არა წამგებიანი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ბალანსის ორგანიზაციაა.

„ხშირად გვესმის საერთოდ ტვირთი ხომ არ არის ეს ფონდი ქვეყნისთვის და ასევე ვისმენთ ყოველწლიურად მის ზარალიანობის შესახებ ინფორმაციას. მაგრამ თუ მის ფინანსურ მონაცემებს ჩავუღრმავდებით, ბევრისთვის გასაკვირ მონაცემებს ვნახავთ. საქმე ისაა, რომ თავად ფონდი (სახელმწიფო კომპანიების გარეშე, რომელიც ფონდის ბალანსზე დასვეს), მომგებიანია და საკმაოდ კარგ მაჩვენებლებზეც გადის.

მაგალითად გასულ პანდემიურ წელს ფონდის მოგებამ 44 მლნ შეადგინა, 2017 წელს როდესაც ფონდის ზარალიანობაზე აქტიურად საუბრობდნენ ფონდის წმინდა მოგებამ, მისი შვილობილი კომპანიების გამოკლებით, 192 მლნ ლარი შეადგინა. თვალსაჩინოებისთვის საშუალოდ ფონდის მიერ ინვესტირებულ 1 დოლარზე ფონდის უკუგება 7 დოლარია.

მაგრა,მ როგორც ვახსენე, ფონდის ბალანსზე არიან კომპანიები, რომელთა მართვასა და მენეჯმენტში ფონდი საერთოდ ვერ შედის ამ კომპანიების საბოლოო ფინანსური მაჩვენებლები კი ფონდის ბალანსზე ისახება. ჩემი აზრით, რეორგანიზაციის პროცესში, ეს პრაქტიკაც უნდა შეიცვალოს და ფონდი ორიენტირებული იყოს მხოლოდ მიზნობრივ საინვესტიციო პროექტებზე და პოლიტიკური პროექტები უნდა გაემიჯნოს ფონდს“,-განაცხადა ბაირახტარმა.

Share