Home » საზოგადოება » „საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას“
„საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას“

„საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას“

საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც მან ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

„ძალიან ვღელავ, რადგან დღეს უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის მთავარი მოტივატორი თუ რატომ ვარ მე ქართულ პოლიტიკაში. საქართველოს ჰყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი აცხადებს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6%, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.