Home » მსოფლიო » სანქტ-პეტერბურგის ცენტრში ავტომობილით მისვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში ავტომობილით მისვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მისვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს. მიზეზად სატრანსპორტო დატვირთვისა და საცობების შემცირება სახელდება. აღნიშნულის შესახებ 18 იანვარს საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბელსკიმ რადიო KP-Petersburg-ის ეთერში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პეტერბურგში, 2021 წლის 1 დეკემბრიდან ფასიანი პარკირების ტერიტორია მკვეთრად გაიზარდა.

„ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მიღებულია და პირადი ავტომობილის ყოლა უკანა პლანზე იწევს. ამიტომ პეტერბურგის მთავრობა ტრანსპორტის რეფორმით არის დაკავებული. კერძოდ, ფასიანი პარკირების მიმართულებით. ქალაქის განტვირთვის მიზნით, იგეგმება ცენტრში შესასვლელი ფასიანი გახდეს“, – აცხადებს ბელსკი.

ამ იდეის განხორციელების დრო და მისი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. ამ ღონისძიებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტარიფების ზრდა ტაქსის სერვისებზე, თუ ეს ტაქსის კომპანიები არ მიიღებენ სპეციალურ შეღავათებს პეტერბურგის მთავრობისგან.

გიორგი არაბული

Share