Home » საზოგადოება » სანდრო რაქვიაშვილი – პირველი, რასაც დავაყენებთ, იქნება ეროვნული ბანკის რეფორმირება

სანდრო რაქვიაშვილი – პირველი, რასაც დავაყენებთ, იქნება ეროვნული ბანკის რეფორმირება

ყველას დაველაპარაკებით, ვინც დაინტრესებული იქნება, რომ რეფორმები მოვამზადოთ – პირველი, რასაც დავაყენებთ, ეროვნული ბანკის რეფორმირება იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტები კენჭისყრაზე დადგება, დარბაზში შევლენ და მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ მოვამზადებთ ყველა მნიშვნელოვან კანონპროექტს, კომიტეტზე რომ რაღაც დოკუმენტი გადის, კომიტეტში ხომ არ ჩნდება, მანამდე მზადდება, მანამდე შეთანხმება ხდება სხვადასხვა ინტერესების ჯგუფების.

ეს არის სამუშაო და ამას გავაკეთებთ. ყველას დაველაპარაკებით, ვინც დაინტრესებული იქნება, რომ ეს რეფორმები მოვამზადოთ. თუ ის კენჭისყრაზე იქნება დაყენებული, ჩვენ ბუნებრივია, მივალთ და მხარს დავუჭერთ, როგორ შეიძლება ხმა არ მივცეთ.

პირველი, რასაც დავაყენებთ, იქნება ეროვნული ბანკის რეფორმირება, რადგან ეროვნული ბანკი არის მთავარი დამნაშავე ჩვენი ქვეყნის სიღარიბეში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, „გირჩის“ წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში მივიდნენ.

Share