Home » საზოგადოება » სანდრა რულოვსი: შვილებს ვერ ვუხსნი, რატომ ზის მამა ციხეში
სანდრა რულოვსი: შვილებს ვერ ვუხსნი, რატომ ზის მამა ციხეში

სანდრა რულოვსი: შვილებს ვერ ვუხსნი, რატომ ზის მამა ციხეში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას.

“დაუცველად გრძნობს ხალხი თავს და ამიტომაც გამოვიდნენ ისინი ასე მასიურად გარეთ. ხალხი გრძნობს, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, საქმე სწრაფად მიდის უკან. ამის რეცეპტი არსებობს, ეს არის ქართული რეცეპტი, მიშას გამოგონილი, რომელიც კარგად მუშაობს. ეს არის კორუფციის დამარცხება. მიშა ხშირად მელეპარაკებოდა, როცა თოვლის გუნდა იწყებს, სვლას, ის მალე ხდება ძალიან დიდი. უკრაინაში ხალხის ძალა არის დიდი. არ არის ჯერ გვიან უკრაინისთვის, რომ ყველაფერი შეიცვალოს უკეთესობისკენ.

აქ არის პოლიტიკური შეკვეთა. ხვალ დიდით რომ გაიღვიძებს პოროშენკო ეცოდინება ყველაფერი, ჩამოწერილი ექნება და იტყვიან, მოდი ჯერ ჩვენ მივუსაჯოთ ამას შინა-პატიმრობა და, მერე ყველაფერი თავისით მოვა. აქ არის ძალიან საშიში კომბინაცია. გააჩერებენ ადამიანს, მერე საქართველოში დაიწყება ნიადაგის მომზადება, რა ვუყოთ ამ სააკაშვილს. მაგრამ ორივე ოლიგარქმა ძალიან კარგად იცის, რომ მიშა არ არის სუსტი ოპონენტი და მას აქვს რამდენიმე სცენარი. ეს არის საშიში და ყველამ ერთად ვთქვათ არა. აქ მესამე დიდი ქვეყანაზეა საუბარი, რომელიც პირველს და მეორეს უკარნახებს რა უნდა გააკეთონ. მე შევეცდები ყველა ადამიანთან მივიდე და ვესაუბრო, ავუხსნა, რომ სასწრაფოდ არის დასამთავრავებელი, რომ სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ეს. მე ჩემს ორ შვილს ვერ ვუხსნი მაგალითად, რატომ ზის მათი მამა ციხეში. გვიჭირს საერთაშორისო ასპარეზზე ამის გატანა, რომ ეს არის ყველაფერი უწესო, ოპონენტების გაჩუმების მიზნით. რაღაც შუა საუკუნეების ამბები ხდება. ძალიან გაბრაზებული ვარ.” – განაცხადა სანდრა რულოვსმა “რუსთავი 2”-თან.

Share