Home » საზოგადოება » სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები ხვალიდან, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება

სამთო კურორტებზე არსებული სასტუმროები ხვალიდან, საბაგიროები კი 8 მარტიდან გაიხსნება

სამთო კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები გაიხსნება რვა მარტიდან რეგულაციების სრული დაცვით.

„ხვალიდან, 25 თებერლიდან არსებული ეპიდემიოლოგიური სტანადარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიეროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Share