Home » ფინანსები » სამომხმარებლო სესხების გაცემა 50-70%-ით, ხოლო განვადებების 30-50%-ით შემცირდა
სამომხმარებლო სესხების გაცემა 50-70%-ით, ხოლო განვადებების 30-50%-ით შემცირდა

სამომხმარებლო სესხების გაცემა 50-70%-ით, ხოლო განვადებების 30-50%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის 7 მაისიდან ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამომხმარებლოს სესხებისა და განვადებებისგაცემა შემცირდა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

„7 მაისს ამოქმედებულმა რეგულაციამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა. სტატისტიკურად კვლავ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. სულ სამი კვირაა, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ჩვენს ბანკზე დაყრდნობით, სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით 50-70 პროცენტით შემცირებულია გაცემა. რაც შეეხება განვადებებს, შემცირება 30-50 პროცენტიანია“,- განაცხადა „თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 7 მაისიდან ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს.

 

ემხრობით თუ არა მსუბუქი ნარკოტიკების (მარიხუანა, კლუბური ნარკოტიკები...) ლეგალიზებას?

  • არა (74%, 837 Votes)
  • დიახ (22%, 249 Votes)
  • მიჭირს პასუხის გაცემა (4%, 41 Votes)

სულ: 1,127

Loading ... Loading ...
Share