Home » მსოფლიო » სამხრეთ კორეული Amazon-ის დამფუძნებელი, კიდევ ერთი მილიარდერი, რომელმაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლა მიატოვა

სამხრეთ კორეული Amazon-ის დამფუძნებელი, კიდევ ერთი მილიარდერი, რომელმაც ჰარვარდის ბიზნეს სკოლა მიატოვა

სამხერეთ კორეული კომპანია Coupang-ი, რომელსაც კორეულ Amazon-საც უწოდებენ, აშშ-ში ლისტინგისთვის ემზადება, რომლის განხორციელების შედეგადაც სამხრეთ კორეული ელექტრონული ვაჭრობის გიგანტის ღირებულება, სავარაუდოდ, 50 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

როგორც Forbes წერს, ლისტინგის შემდეგ კომპანია გახდება Alibaba-ს შემდეგ აშშ-ში ყველაზე დიდი უცხოური კომპანია, რომელიც დალისტულა. კომპანიის ზრდის საფუძვლად მიიჩნევა დაბალი ფასები და სწრაფი მიტანის სერვისი, რომელსაც იგი სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანია სასურსათო და სხვა ძირითადი პროდუქციის მიტანის სერვისს იმავე ან მომდევნო დღეს ახორციელებს.

2018 წლის ბოლოს, კომპანიამ 2 მილიარდი დოლარი მოიზიდა იაპონიის Masayoshi Son’s SoftBank Vision Fund-სგან, რომელმაც კომპანიის ღირებულება 9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა და კორეის ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი გახადა.

“ჩვენ არ გვინდა მხოლოდ 5%, 10%-ით გაზრდა. ჩვენი ზრდა უნდა იყოს ექსპონენტური”, – აცხადებს Forbes-თან საუბარში კომპანიის 42 წლის მილიარდერი დამფუძნებელი, ბომ კიმი.

Coupang-ის სხვა ინვესტორებად ითვლება BlackRock, Sequoia Capital და მილიარდერი ინვესტორი უილიამ აკმანი.

მილიარდერმა კიმმა, Coupang-ზე მუშაობა დაიწყო ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მიტოვების შემდეგ.

“ვიცოდი, რომ რაღაცის დაწყება მინდოდა კომერციაში (კორეაში)”, – აღნიშნავს 2016 წელს Forbes-თან ინტერვიუში ბომ კიმი.

მანამდე კიმმა, რომელმაც ჰარვარდის ბაკალავრის დიპლომი მიიღო, 2006 წელს 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ჟურნალისთვის, სახელწოდებით 02138, მაგრამ 2 წლის შემდეგ, იგი ვეღარ გამოიცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის პირობებში.

კომპანიის ციფრული კომერციის კვლევების დირექტორის, სანდი შენის თქმით, Coupang-ი გამოირჩედა შიდა ბაზრის აქტიურად ათვისებით, მაშინ როდესაც მისი კონკურენტები, Alibaba და Amazon-ი სხვა ქვეყნებზე იყვნენ კონცენტრირებულები.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის eCommerceDB-ის მონაცემებით, სამხრეთ კორეის ელექტრონული კომერციის ბაზარი მსოფლიოში სიდიდით მეექვსე იყო, $61 მილიარდი შემოსავლით.

სანდრო პირველი

Share