Home » ეკონომიკა » სამხრეთ კორიდორის პროექტების ფარგლებში საქართველო $2 მლრდ-ის ინვესტიცია მოიზიდავს
სამხრეთ კორიდორის პროექტების ფარგლებში საქართველო $2 მლრდ-ის ინვესტიცია მოიზიდავს

სამხრეთ კორიდორის პროექტების ფარგლებში საქართველო $2 მლრდ-ის ინვესტიცია მოიზიდავს

ვიცე-პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე გაემგზავრა.

მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.

მინისტერიალს გახსნის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან, აშშ-ის დელეგაციასთან და სოკართან.

მინისტერლიალი ერთ დღიანია, კახა კალაძე საქართველოში 29 თებერვალს დაბრუნდება.

bpi.ge

Share