Home » საზოგადოება » სამინისტრო შიდა ქართლში დაზარალებულ ფერმერებს ბანკებთან სესხების რესტრუქტურიზაციაზე უშუმდგომლებს
სამინისტრო შიდა ქართლში დაზარალებულ ფერმერებს ბანკებთან სესხების რესტრუქტურიზაციაზე უშუმდგომლებს

სამინისტრო შიდა ქართლში დაზარალებულ ფერმერებს ბანკებთან სესხების რესტრუქტურიზაციაზე უშუმდგომლებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შიდა ქართლში სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს უშუამდგომლებს ფერმერებს საბანკო სექტორთან და სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის საკითხს დასვამს.

სტიქიით დაზარალებულ შიდა ქართლის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად შეხვდა.

„დაზარალებულთა დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 2014 წლიდან ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამას ვახორციელებთ და მუდმივად ვაფრთხილებთ ფერმერებს, რომ რისკების შემცირების ერთადერთი გზა დაზღვევაა. სახელმწიფო სოლიდურ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის. ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ია; ვაზზე 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგრარულ დარგში საქმიანობა რისკიანია. დღესაც იმავეს გავიმეორებ, დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც ამ რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Share