Home » ეკონომიკა » სამართლის არ აღსრულება უფრო დამაზიანებელია ეკონომიკისთვის, ვიდრე ეს სიტუაცია – ბექა ლილუაშვილი

სამართლის არ აღსრულება უფრო დამაზიანებელია ეკონომიკისთვის, ვიდრე ეს სიტუაცია – ბექა ლილუაშვილი

„როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელი კანონს  დაუმორჩილებლობას უცხადებს და პატივს არ სცემს ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, ესეც  ეკონომიკურად დამაზიანებელია. დამაზიანებელია, როცა ფიქსირდება, რომ ინსტიტუტები ქვეყანაში შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა,“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.

ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების გავლენა ეკონომიკაზე და დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებები კომიტეტის თავმჯდომარი მოადგილის განცხადებით, დასავლეთთან კომუნიკაციის შედეგად დარეგულირდება და ლილუაშვილი ამბობს, რომ ასეთი რეაქცია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ინსტიუტების გამართული ფუნქციონირების საფრთხის ქვეშ დაყენების რისკი არსებობდა, გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. გვქონდა მოლოდინი, რომ დასავლელ პარტნიორებს ექნებოდათ ამაზე გარკვეული მწვავე რეაქცია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვაწვდით მათ ინფორმაციას. მას შემდგ, რაც ისინი დეტალურად ჩაიხედავენ ამ საქმის სამართლებრივ ნაწილში, ვფიქრობ რომ გარკვეულწილად მათი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ, გამოიწვევს უფრო მეტად ინფორმირებულ განცხადებებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ეკონომიკური გავლენა მინიმიზირებული იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესების გამწვავება ბუნებრივია ეკონომიკასთან მიმართებაში დამაზიანებელია. თუმცა აქ არის არჩევანი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასა და გარკვეულ ეკონომიკურ რისკებს შორის.  ბუნებრივია პროცესები უნდა დასტაბილურდეს ძალიან სწრაფად და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ პანდემიის შედეგად დაძაბული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს,“ – განმარტავს ბექა ლილუაშვილი.

commersant.ge

Share