Home » ფინანსები » სამ თვეში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 4.6%-ით შემცირდა
სამ თვეში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 4.6%-ით შემცირდა

სამ თვეში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 4.6%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტში დეპოზიტების დოლარიზაცია უმნიშვნელოდ გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ “საქმის კურსისთვის” მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მარტში (17 მარტის მდგომარეობით) დეპოზიტების დოლარიზაციის დონემ 70%-ს მიაღწია, როცა თებერვალში 69.8%-ს შეადგენდა. იანვარში კი დეპოზიტების დოლარიზაცია 70.4% იყო.

განსხვავებით დეპოზიტებისა, მარტში სესხების დოლარიზაციის დონე 62.5%-დან 61%-მდე შემცირდა. იანვარში კი, აღნიშნული მაჩვენებელი 63.1%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება უშუალოდ ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტს, 2016 წლის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, დოლარიზაციის დონე თითქმის 5%-ით შემცირდა და 48.6% შეადგინა. (დეკემბერი – 53.2%, იანვარი – 52.4%, თებერვალი – 50.9%).

შეგახსენებთ, გალარების ერთჯერადი პროგრამით, იანვარ-მარტში 80 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი გალარდა. გარდა ამისა, დედოლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა.

წყარო: BM

Share