Home » მსოფლიო » სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ საშუალებად გამოაცხადეს

სალ­ვა­დო­რი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ბიტ­კო­ი­ნი გა­დახ­დის ლე­გა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის კონ­გრეს­მა ოთხშა­ბათს მი­ი­ღო და ამით პრე­ზი­დენტ ნა­ი­იბ ბუ­კე­ლეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ამ­ტკი­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის კა­ნო­ნი­ე­რი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბად შე­მო­ღე­ბის მომ­ხრე­ე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი არი­ან. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში 90 დღე­ში შევა. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ ბიტ­კო­ი­ნი გა­და­ი­ხა­დონ.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­სი“ წერს, 84 შე­საძ­ლო ხმი­დან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის ლე­გა­ლუ­რად ქცე­ვის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვამ 62 ხმა მი­ი­ღო და ამით დე­პუ­ტა­ტებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს ბიტ­კო­ი­ნის კა­ნო­ნი­ერ ვა­ლუ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბას.

“ეს ჩვენს ქვე­ყა­ნას მო­უ­ტანს ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, ხელს შე­უ­წყობს ტუ­რიზ­მი­სა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას“, – წერ­და პრე­ზი­დენ­ტი ბუ­კე­ლე “ტვი­ტერ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში სა­ნამ კონ­გრე­სი მის ინი­ცი­ა­ტი­ვას მხარს და­უ­ჭერ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ექ­სპერტთა მო­საზ­რე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო. ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ ბიტ­კო­ი­ნის ლე­გა­ლურ ვა­ლუ­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა სალ­ვა­დორს მარ­თლაც მო­უ­ტანს ეკო­ნო­მი­კურ წარ­მა­ტე­ბას. ნა­წი­ლის აზ­რით კი, ვი­ნა­ი­დან კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა არას­ტა­ბი­ლუ­რია, წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია და შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ პი­რი­ქით, ქვე­ყა­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნოს.

წყარო: ambebi.ge

Share