Home » მსოფლიო » სახლის სახურავებზე მზის პანელების მასობრივი დამონტაჟება იწყება
სახლის სახურავებზე მზის პანელების მასობრივი დამონტაჟება იწყება

სახლის სახურავებზე მზის პანელების მასობრივი დამონტაჟება იწყება

ელონ მასკმა, თავისი სოციალური ქსელის 8.6 მილიონი მიმდევარისგან უამრავი შეკვეთა მიიღო

 

კომპანია Tesla ამტკიცებს, რომ მზის ენერგიის სახურავების გამოყენება ეკონომიურია. კომპანიის მიერ ახალი მზის ენერგიის სისტემის შექმნან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. გამომდინარე იქედან, რომ ეს სისტემა ელექტრო ენერგიის ხარჯებზე ბევრად მცირეა, მოთხოვნა და დაინტერესება შესაბამისად მაღალია.

ოთხშაბათს, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა, თავისი სოციალური ქსელის 8.6 მილიონი მიმდევარისგან უამრავი შეკვეთა მიიღო. მისი თქმით გამოყენებული იქნება გლუვი მინის ფილები, რომლის შეძენა თავდაპირველად ამერიკაში იქნება შესაძლებელი, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიის წარმომადეგენელი აცხადებს, რომ სახლის მესაკუთრემ კვადრატულზე 21.85 დოლარი უნდა გადაიხადოს, მაგრამ ეს მისთვის ღირებული და ფასეული იქნება, გამომდინარე იქედან, რომ სანაცვლოდ სახლის ლამაზ სახურავს და ეკონომიურ მზის ენერგიას მიიღებს, რაც დიდი პლიუსია.

ელონ მასკმა განაცხადა, რომ მინის გამაგრებული ფილები სამჯერ უფრო გამძლეა, ვიდრე სახურავის სტანდარტული ფილები. ელექტროენერგიის ღირებულება დამოკიდებულია ელექტროენერგიის ფასზე, რომელსაც იხდის მომხმარებელი. მზის სახურავის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ შესაძლოა 30 წლის განმავლობაში გადააჭარბოს სახურავის ღირებულებას.

კომპანიის ეს ნაბიჯი გადაიდგა იმ გრძელვადიანი მიზნის განსახორციელებლად, რაც მზიის ენერგიის პანელების შეთავაზებას გულისმობს მომხმარებლისთვის. კომპანიამ ჯერ კიდევ ნოემბერში დაასრულა მოლაპარაკებები კორპორაცია SolarCity-სთან მზის ენერგიის 2.6 მილიარდ დოლარად შეძენასთან დაკავშირებით. ეს უმსხვილესი კორპორაცია ელონ მასკის ბიძაშვილების მიერ არის დაარსებული.

კომპანია Tesla სხვა უამრავ მსხვილ პროექტებთან დაკავშირებითაც მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ეხება ახალი მოდელის ავტომობილის გამოშვებას, რომლის ღირებულებაც 35 000 დოლარს შეადგენს. ეს კონკრეტული ავტომობილი გათვლილი იქნება ნებსიმიერ სეგმენტზე და კომპანია დარწმუნებულია, რომ 2018 წელს ნახევარი მილიონი მოდელ 3-ის გამოშვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის გაფართოებას.

ლევან ლაგვილავა

Share