Home » ბიზნესი » ,,სახლი ვაკეში” – კომპანია ORC Goergia–ს პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში
,,სახლი ვაკეში" – კომპანია ORC Goergia–ს პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში

,,სახლი ვაკეში” – კომპანია ORC Goergia–ს პირველი მასშტაბური პროექტი საქართველოში

კომპანია ORC აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც იქაურ ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს. ORC–ის შვილობილი კომპანიაა ORC Georgia, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ შემოვიდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის ხარისხია. კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ უფრო დეტალურად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლომიძე გვესაუბრა.

– რამდენი ხანია, რაც კომპანია ქართულ ბაზარზეც შემოვიდა და რა მოცულობის ინვესტიციაა განხორციელებული ამ დროსითვის?
– კომპანიის რეგისტრაცია 2015 წლის დასაწყისში მოხდა. მაისის თვეში, მოხდა პირველი მიწის ნაკვეთის შეძენა და, შესაბამისად, პირველი ინვესტიციის განხორციელება. დღეისთვის ჩვენი კომპანია თბილისში პროექტს ,,სახლი ვაკეში” ახორციელებს, რომელიც 1.500.000 ლარის ინვესტიცია გახლავთ. ეს პროექტი გამოირჩევა ხარისხით, კონცეფციითა და ადგილმდებარეობით. პროექტი ,,სახლი ვაკეში” ჩვენი კომპანიის ინვესტირების მხოლოდ პირველი ეტაპია და ეს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დასაწყისია.

– რაც შეეხება კაპიტალს, კომპანია პროექტებს ანხორციელებს საკუთარი კაპიტალით, თუ ის თანამშრომლობს ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან?
– ჩვენ პროექტის განხორციელებისთვის სრულ კაპიტალს ვფლობთ. რაც შეეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, მათ მხოლოდ გარანტიების უზრუნველსაყოფად ვიყენებთ.

– ზოგადად, როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს და უშუალოდ სამშენებლო სექტორის მდგომარეობას?
– 2015 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 350 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2008 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვთვლი, რომ საქართველო ინვესტირებისთვის სტაბილური და პოტენციური ქვეყანაა. სამშენებლო ბაზარი სწრაფად მზარდი და განვითარებადია, სწორედ აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ ინვესტიციის განხორციელება.

– რაც შეეხება პროექტებს, რა სახის პროექტებზეა ორიენტირებული კომპანია, ეს არის საცხოვრებელი კომპლექსები თუ ორიენტაცია გაქვთ უფრო ფართო სპექტრზე?
– ჩვენ კომპანიას პრაქტიკაში აქვს, სახელმწიფო დაკვეთის მასშტაბური პროექტების განხორციელება, ისეთები, როგორიცაა სასტუმროები, სკოლები, სამედიცინო და სამხედრო დაწესებულებები და ა. შ. საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს გეგმებში საცხოვრებელი სახლების, პარკინგების და სასტუმროების მშენებლობა შედის.

– კომპანია ORC გამოირჩევა თავისი პროექტების ინდივიდუალობითა და გამორჩეულობით, რაც შეეხება თქვენს არქიტექტორებსა და გუნდს, სადაური კადრებით არის დაკომპლექტებული კომპანიის ქართული ფილიალი?
– ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ნიჭიერი და ამბიციური კადრებით, საქართველოში წარმოებულ ყველა პროექტში დასაქმებული იქნება ქართული მუშახელი.

– რაც შეეხება სამშენებლო მასალებს, კომპანია იყენებს ადგილობრივ მასალებს თუ დამოკიდებული ხართ იმპორტზე, რომელი ქვეყნებიდან ახდენთ სამშენებლო მასალების შემოტანას და რომელი საერთაშორისო ბრენდები არიან თქვენი პარტნიორები?
– ჩვენი პროექტის მშენებლობის პროცესში გამოყენებულია როგორც ადგილობრივი ასევე იმპორტირებული პროდუქცია. მასალების იმპორტს, ძირითადად, ვახდენთ გერმანიიდან და ავსტრიიდან. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ კომპანიას ხანგრძლივი თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიცაა: Heuck, caparol, Xypex, Scheucher , STO.
– ბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც, რომ ვისაუბროთ. . .
როგორც უკვე ვახსენე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩვენი კომპანია პროექტებს სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში ახორციელებს. ჩვენი პროექტები გამოირჩევა მათი გრანდიოზულობით. საქართველოში არსებული პროექტი, აზერბაიჯანის პროექტებთან შედარებით, მცირე მასშტაბისაა. მისი განხორციელება, შემდგომი გრანდიოზული პროექტების წინა ეტაპია. გაზაფხულის ბოლოს, დავასრულებთ პირველ პროექტს და მობინადრეებს მაღალი ხარისხის, ტექნიკურად გამართულ, ლამაზ სახლს გადავცემთ. პარალელურად, უკვე ვმუშაობთ სამომავლო პროექტების სტრატეგიასა და კონცეფციებზე, გავდივართ საჭირო პროცედურებს და ვახორციელებთ შესაბამის ბიზნესმოლაპარაკებებს.

 

Share