Home » ფინანსები » სახელფასო რეიტინგი – საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია
სახელფასო რეიტინგი – საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია

სახელფასო რეიტინგი – საქართველოში ყველაზე მაღალი ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია

საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 2017 წლის მესამე კვარტალში ერთი წლის ჭრილში 89 ლარით გაიზარდა და 1069 ლარს მიაღწია.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება სამშენებლო სექტორშია და იგი 1999 ლარით განისაზღვრება, ამ სექტორში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თვიური ანაზღაურება მნიშვნელოვნად, 539 ლარით არის გაზრდილი, მეორე ადგილზე ანაზღაურების მაჩვენებელით (1861 ლარით) საფინანსო სექტორია.

ერთ-ერთი მაღალი ანაზღაურებაა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ასევე მაღალია ხელფასი სახელმწიფო მმართველობაში.

ყველაზე დაბალი ანაზღაურება ისევ განათლების სექტორშია და ის 565 ლარს შეადგენს, ამ შემთხვევაში ანაზღაურება მხოლოდ 60 ლარით არის მომატებული წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით.

ბოლოდან მეორე ადგილზე კი სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულები არიან, რომელთა საშუალო თვიური ანაზღაურება 742 ლარია.

 

სულ 1069.1
სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა 742.9
თევზჭერა, მეთევზეობა 780.7
სამთომოპოვებითი მრეწველობა 1337.7
დამამუშავებელი მრეწველობა 918.7
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 1224.2
მშენებლობა 1999.5
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 935.7
სასტუმროები და რესტორნები 818.7
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 1329.8
საფინანსო საქმიანობა 1861.3
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 1221.6
სახელმწიფო მმართველობა 1296.4
განათლება 565.7
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 958.5
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა

 

 

Bpi.ge

Share